დანიამ საუდის არაბეთში იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი შეაჩერა

12:09, 22.11.2018

დანიამ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასა და იემენში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთში იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი შეაჩერა.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდერს სამუელსენმა განაცხადა, როგორც მინისტრმა განმარტა, შესაბამისი გადაწყვეტილება დანიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ მიიღო.
დანიამ ასევე შეაჩერა საუდის არაბეთში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტი.

შეგახსენებთ, მანამდე საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტი გერმანიამ შეწყვიტა.

მსგავსი