დანია უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის მილიარდიან ფონდს ქმნის
დანია უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის მილიარდიან ფონდს შექმნის. ამის შესახებ საუბარია დანიის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, დანიის სამეფომ, პარლამენტის მხარდაჭერით, შეათანხმა უკრაინის დახმარების ფონდის შექმნის საკითხი, რომლის მოცულობაც შვიდი მილიარდი დანიური კრონი იქნება, რაც 940 მილიონი ევროს ეკვივალენტია.
ამასთან, 2024-2027 წლებში გამოიყოფა თანხები სამხედრო ტექნიკის შესაცვლელადაც.