დანია, ისტორიაში პირველად, სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას გეგმავს. გარდა ამისა, ქვეყანა აპირებს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტი ექვსი მილიარდი დოლარით გაზარდოს.
„ჩვენ არ ვემზადებით ომისთვის, არამედ მისი თავიდან აცილებისთვის“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა.
თავდაცვის რეფორმაზე საუბრისას პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ცდილობს, სქესთა შორის სრულ თანასწორობას მიაღწიოს.
ქალთა გაწვევა, სავარაუდოდ, 2026 წლიდან დაიწყება. დანია, ნორვეგიის და შვედეთის შემდეგ, ევროპის მესამე ქვეყანა იქნება, სადაც სამხედრო სამსახურში ქალებს გაიწვევენ.