დანი ალვეში „ბარსელონაში“ აღარ ითამაშებს #1TVSPORT

20:50, 16.06.2022

ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში „ბარსელონას“ ტოვებს.

კლუბის წარმომადგენლებმა ფეხბურთელს გამოუცხადეს, რომ აღარ გააგრძელებენ მასთან კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისამდეა ძალაში.

მოთამაშისთვის პრიორიტეტული ვარიანტი იყო კატალონელებთან ხელშეკრულების გაგრძელება. დანი ალვეში მზად იყო კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებაზე იმ პირობით, რომ „ბარსელონას“ ექნებოდა უფლება ხელშეკრულება ცალმხრივად გაეუქმებინა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულებისთანავე. მიუხედავად ამისა, „ბარსამ“ გადაწყვიტა თავისუფალი აგენტის სტატუსით გაეშვა ბრაზილიელი.

დანი ალვეშს რამდენიმე წინადადება აქვს ევროპული კლუბებისგან, რომელსაც უახლოეს პერიოდში განიხილავს.

გასულ სეზონში 39 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი