დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიულმა კომიტეტმა შრომის კოდექსის აღსრულებაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა
დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიულმა კომიტეტმა შრომის კოდექსის აღსრულებაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა

დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიულმა კომიტეტმა შრომის კოდექსის აღსრულებაში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელა.

კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ახალი შრომის კოდექსთან არსებული აქტუალური გამოწვევები, როგორიცაა დასაქმებულთა დროის აღრიცხვა, საათიანი სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოს სტატუსი, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთა დამატებითი შვებულება, ხანგრძლივი სასამართლო დავები.

„ასოციაციის მხრიდან შეხვედრაზე კომიტეტის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და შევთავაზეთ ალტერნატივები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს, თუმცა უფრო მოქნილია ბიზნესის ოპერირებისთვის, ვიდრე საქართველოში დღეს არსებული პრაქტიკა. ასევე, მოვისმინეთ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში არსებული გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ახალი შრომის კოდექსის აღსრულებასთან. საბოლოოდ მივედით გარკვეულ გადაწყვეტილებებამდე, რომელთა შესახებ მსჯელობას ბიზნეს გაერთიანებებთან შეხვედრაზე განვაგრძობთ და შევიმუშავებთ საკანონმდებლო ინიციატივებს“, – განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ აბუთიძემ.