დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად, ბელარუსმა ელექტროენერგიის იმპორტზე უარი თქვა
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად, ბელარუსმა ელექტროენერგიის იმპორტზე უარი თქვა.
ბელარუსის ენერგეტიკის მინისტრის, ვლადიმერ პოტუპჩიკის განცხადებით, აღნიშნული შედეგის მიღწევა რუსეთთან ბუნებრივი აირის ფასებზე მოლაპარაკების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
„ბელტოპგაზმა“ და გაზის მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა ენერგოსისტემის ობიექტებისთვის შეუფერხებელი მიწოდება უნდა უზრუნველყონ და „გაზპრომ ტრანსგაზ ბელარუსთან“ ერთად განახორციელონ აუცილებელი სამუშაო სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბელარუსში ელექტროენერგიის წარმოება 7.4%-ით გაიზარდა.