საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე დეკორაციებისა და პავილიონების სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.
ზუგდიდის მთავარ მოედანზე ორი განსხვავებული ეპოქა გაცოცხლდება – საქართველო 100 წლის წინ და შემდეგ. ამასთან, მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, როგორიცაა წიგნების, ხელოვნების, საბავშვო სივრცეები. მოეწყობა ისტორიული ფოტოების გამოფენა, ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, კოსტიუმირებული მსვლელობა და გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკას, შეიარაღებასა და აღჭურვილობას გამოფენს.