დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 26 მაისს, ბათუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 10:00-დან 24:00 საათამდე შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე.
მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობის დროსაც – პეტრე მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან (კოლონადებიდან) კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი.