დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალქალაქსა და მარნეულში გალაკონცერტებით დასრულდა
26 მაისის ღონისძიების კულმინაციისას, 17:10 წუთზე ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა. პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ფერადი ფოიერვერკი და ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალაკონცერტებით დასრულდა.
ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციები შეასრულეს ახალქალაქში ნოდიკო ტატიშვილმა, სოფო გელოვანმა, მარიამ მამისმედაშვილმა, დათუნა მგელაძემ და დუეტმა „ჯორჯიამ“, ხოლო მარნეულში – ჯგუფმა „ფრანმა,“ თემურ ყვითელაშვილმა, ეკა კახიანმა, ნინი ბადურაშვილმა, ქრისტინე იმედაძემ და თაკო გაჩეჩილაძემ.