დამნაშავე, რომელმაც საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს
დამნაშავე, რომელმაც საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს

დამნაშავე, რომელმაც საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი პუი-დე-დომის დეპარტამენტში გაემგზავრა, სადაც ინციდენტი მოხდა. მანამდე, ფრანგულმა ტელეკომპანია, „ბიეფემტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა ჟანდარმერიამ ოჯახური ძალადობის შესახებ მიიღო შეტყობინება.

შემთხვევის ადგილზე მისული სამი ოფიცერი სახლის სხვენში დამალული ქალის დახმარებას ცდილობდა. სახლში მყოფმა მამაკაცმა პოლიციის ოფიცრებს ცეცხლი გაუხსნა და სამი ადგილზე მოკლა.