დამკვირვებელი მარკ ფრანსის ლუის გარინი - უკვე მეხუთე უბანზე ვიმყოფებით, ყველაფერი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს, ადამიანებს მარტივად შეუძლიათ იდენტიფიკაციის გავლა, ყველაფერი დაცულია
უკვე მეხუთე უბანზე ვიმყოფებით, ყველაფერი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს, ადამიანებს მარტივად შეუძლიათ იდენტიფიკაციის გავლა, ყველაფერი დაცულია, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, მარკ ფრანსის ლუის გარინმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი წყნარად მიმდინარეობს.
„დღეს უკვე მეხუთე უბანზე ვიმყოფებით დამკვირვებლად. ჩემი აზრით, ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ ყველაფერი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს. ადამიანებს მარტივად შეუძლიათ იდენტიფიკაციის გავლა, ყველაფერი დაცულია. ძალიან კარგია, რომ მწვანე ფორმით კომისიის წევრების იდენტიფიცირება ძალიან მარტივია, ამიტომ ადამიანებმა იციან, ვის მიმართონ, როდესაც უბანზე შემოდიან. პროცესი წყნარად მიმდინარეობს“, – განაცხადა მარკ ფრანსის ლუის გარინმა.