დამკვირვებელი ხუან ეფრაინ როჩა - საარჩევნო უბნებზე, სადაც ვიყავით, არსად არ გვინახავს დარღვევები, არჩევნებმა დაბრკოლებების გარეშე ჩაიარა
ეს იყო კარგი საარჩევნო დღე. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ვიყავით, არსად არ გვინახავს დარღვევები, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ხუან ეფრაინ როჩამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებმა დაბრკოლებების გარეშე ჩაიარა.
„ჩვენ ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანში, რამდენიმეში თბილისში და ერთში ქალაქგარეთ. ჩემი შეხედულებით, პროცესი იყო ძალზედ მოწესრიგებული. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ვიყავით, არსად არ გვინახავს დარღვევები. ჩვენ კმაყოფილი ვართ პროცესით. დღის ბოლოს დავესწარით უბნის დახურვას თბილისში. რომ შევაჯამოთ, ჩვენი დაკვირვებით, არჩევნებმა დაბრკოლებების გარეშე ჩაიარა. ჩემი აზრით, ეს იყო კარგი საარჩევნო დღე“, – განაცხადა ხუან ეფრაინ როჩამ.