დამკვირვებელი ხორხე გონსალეს გალარცა - ვულოცავ იმ პროფესიონალებს, რომლებმაც საარჩევნო პროცესი წარმატებით ჩაატრეს,  პროცესი იყო შთამბეჭდავი და ძალიან მშვიდობიანი
დამკვირვებელი ხორხე გონსალეს გალარცა - ვულოცავ იმ პროფესიონალებს, რომლებმაც საარჩევნო პროცესი წარმატებით ჩაატრეს,  პროცესი იყო შთამბეჭდავი და ძალიან მშვიდობიანი

ვულოცავ იმ პროფესიონალებს, რომლებმაც საარჩევნო პროცესი წარმატებით ჩაატრეს,  პროცესი იყო შთამბეჭდავი და ძალიან მშვიდობიანი, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ხორხე გონსალეს გალარცამ განაცხადა.

მისი თქმით, შთამბეჭდავი იყო არჩევნებზე მისული ქართველების დანახვა, რომლებიც ხმას აძლევდნენ და სარგებლობდნენ დემოკრატიული უფლებით, რაც კანონით და კონსტიტუციით აქვთ.

„ჩემმა კოლეგებმა როგორც უკვე განაცხადეს, საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ვიყავით. მოვინახულეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი ქვეყნის მასშტაბით. ძირითადად დედაქალაქში, მაგრამ ასევე ქალაქგარეთაც. იყო არა მხოლოდ ძალიან მშვიდობიანი პროცესი, არამედ ყველაფერი იყო მოწესრიგებული, იყო თავისუფლი და სამართლიანი არჩევნები. ვულოცავ იმ პროფესიონალებს, რომლებმაც საარჩევნო პროცესი წარმატებით ჩაატრეს, პროცესი იყო შთამბეჭდავი და ძალიან მშვიდობიანი. შთამბეჭდავი იყო არჩევნებზე მისული ქართველების დანახვა, რომლებიც ხმას აძლევდნენ და სარგებლობდნენ თავიანთი დემოკრატიული უფლებით, რაც კანონით და კონსტიტუციით აქვთ“, – განაცხადა ხორხე გონსალეს გალარცამ.