დალმაიერის დაბრუნება - რბოლა გამოდევნებით გერმანელმა მოიგო | ბიატლონი
დღეს, იტალიურ ანტჰოლცში მიმდინარე მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპზე დასკვნითი რბოლები იმართება.
ქალებში რბოლა გამოდევნებით 12.5 კმ-ზე გაიმართა. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ღირსეულად დაბრუნდა გერმანელი ლაურა დალმაიერი და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ჩეხი დავიდოვა გავიდა, მესამე კი გერმანელი ჰინცი იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს კიდევ ერთი რბოლა გაიმართება, კაცები გამოდევნებით 15კმ-ზე და ამით ანტჰოლცის მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპი დასრულდება.