დალია გრიბაუსკაიტე - სამწუხაროდ, ლიეტუვას მთავრობაში ქალთა რაოდენობა მცირდება
ლიეტუვას პრეზიდენტმა დავოსში, მსოფლიო ეკონიმიკური ფორუმის ფარგლებში ქალი ლიდერების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ლიეტუვას მთავრობაში ქალთა რაოდენობა მცირდება, რაც მისთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია.
„ჩვენ ვიღებთ ბევრ შეკითხვას და ეს უკვე კრიტიკაში გადადის. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ვხედავთ, რომ ქალთა ლიდერობა 2018 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. ასეთივე მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში. ამ კუთხით ლიეტუვას რეგიონში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, რადგან ხელისუფლებაში არც ერთი ქალი არ არის“,- განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ.