დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარებაზე კონტროლი გამკაცრდება
დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარებაზე კონტროლი გამკაცრდება

დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარებაზე კონტროლი გამკაცრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, დამატებითი მოთხოვნები იქნება ღია სივრცეებთან დაკავშირებითაც, თუმცა, შედარებით მსუბუქი.

„აუცილებელია, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის გამკაცრება, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში. აშკარად მაგალითი გვანახა ჩვენ აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ძალზედ დიდი ქორწილები ჩატარდა. იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო, ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება. უკიდურესად გამკაცრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცის პირობებში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ შედარებით მსუბუქი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.