დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მეზობლები ქვემო ფონიჭალაში აქციას მართავენ
დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მეზობლები ქვემო ფონიჭალაში აქციას მართავენ

ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მეზობლები აქციას მართავენ. ისინი პოლიციას და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ.

ისინი გზის სავალი ნაწილზე მსვლელობას მართავდნენ და გზის გადაკეტვას ცდილობდბენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მიეცეთ უფლება საკუთარი ძალებით მოძებნონ დაკარგული.

„ვეძებთ, ვეძებთ – ოთხი დღეა, ეს ფრაზა მესმის და შედეგს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა დაკარგულის დედამ.

დაკარგულის დედას საქმის გამომძიებელმა განუცხადა, რომ მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

„გადამოწმებულია ყველა საეჭვო ავტოფარეხი და ხეებიც კი. თქვენმა მეუღლემაც იცის ეს ყველაფერი. შეგიძლიათ წამობრძანდეთ და ნახოთ, რა ღონისძიებები ტარდება. მოხალისეებსაც შეუძლიათ, დაგვეხმარონ, წამოვიდნენ, მისასალმებელი იქნება“, – მიმართა გამომძიებელმა დაკარგულის დედას.

აქციის მსვლელობისას ტერიტორიიდან აქციის ერთ-ერთი მონაწილე განარიდეს, რომელიც ადგილზე მყოფი, კრწანისის რაიონის გამგებლის, ლევან ჯაფარიძის ინფორმაციით, უკვე სახლში გადაჰყავთ.

23 წლის თამარ ბაჩიაშვილის მეოთხე დღეა, ეძებენ.