დაგროვებითი საპენსიო სისტემის პირველი განხილვა გადაიდო
დაგროვებითი საპენსიო სისტემის პირველი განხილვა გადაიდო

პარლამენტში დაგროვებითი საპენსიო სისტემის თემაზე პირველი განხილვა გადაიდო.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განმარტებით, საკითხზე მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა უნდა ყოფილიყო, თუმცა იგეგმება მომხსენებლის შეცვლა.

შესაბამისად, საკითხს კომიტეტი მოგვიანებით დაუბრუნდება.

რეფორმასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს საპარლამენტო ოპოზიციას.

„ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგაზრდებში უმუშევრობას გაზრდის.