სემეკ-ის დადგენილების პროექტის მიხედვით, თბილისში წყლის ტარიფი სულადობრივად 75 თეთრით იზრდება და 3,147 ლარის ნაცვლად, 3,892 ლარი გახდება.
რაც შეეხება გამრიცხველიანებულ აბონენტებს, მათთვის წყლის ტარიფი 0,266-დან 0,329 ლარამდე იზრდება.
ტარიფი მცირდება კომერციული სექტორისთვის. მათთვის ტარიფი 4,417 ლარიდან 4,400 ლარამდე მცირდება.
დადგენილების პროექტს სემეკ-ის სხდომაზე ცოტა ხანში უყრიან კენჭს.