დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საიტზე გავრცელდა.
გიგა ნიკოლეიშვილმა თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა.
როგორც პირველ არხს თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ნიკოლეიშვილი სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
კახა კალაძემ გიგა ნიკოლეიშვილი მოადგილის თანამდებობაზე 13 ნოემბერს წარადგინა.
ნიკოლეიშვილი თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მოადგილეც იყო.
დაცვის პოლიციის ვებ-გვერდზე ვრცელდება გიგა ნიკოლეიშვილის ბიოგრაფიული მონაცემები:
განათლება და კვალიფიკაცია
2005 – ლუიზიანას შტატის პოლიციის აკადემია, აშშ – კრიტიკული ინციდენტების მართვა
2005 – ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი, აშშ – ანტიტერორიზმი, დიპლომატიური უსაფრთხოების დაცვა
1997–1998 – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია – ოფიცერთა ოპერატიული მომზადებისკურსები
1994–1997 – თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
1986-1988 – ქალაქი ტალინი, სამხედრო სამსახური
1985-1992 – საქართველოს ზოო-საინჟინრო სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი
სამსახურებრივი საქმიანობა
2016-2017 – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის მოადგილე
2014 – 2016 – სს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი
2013-2014 – შპს ,,ტრანს ეკო’’ და შპს ,,ტრანს მობილი“, კონტროლის სამსახურის უფროსი
2012-2013 – შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია“, დაცვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2010-2012 – შპს ,,სპრინგი “, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
2008-2010 – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
2006-2007 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სამსახურისუფროსის მოადგილე
2004-2006 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, კადრების სამმართველოს უფროსი
1997-2003 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
განყოფილების უფროსის მოადგილე
განყოფილების უფროსი
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
ადმინისტრაციის უფროსი
სამსახურის უფროსის მოადგილე
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
1994-1997 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, კადრების სამმართველოს უფროსიოპერატიული თანამშრომელი
სამხედრო და სპეციალური წოდებები
სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი
სამხედრო წოდება – მაიორი
სახელმწიფო ჯილდო
მედალი – ,,მხედრული მამაცობისთვის”, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით,1999 წელი