დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი ათი ახალი ჯავშნირებული მიკროავტობუსით შეივსო
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს ათი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეემატა.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, „ფორდის“ მარკის ჯავშნირებული მიკროავტობუსები საქალაქთაშორისო თუ ქალაქში ინკასირებისთვის არის განკუთვნილი. ათივე ჯავშნირებული მიკროავტობუსი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს გადაეცა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკის განახლება პერმანენტულად ხორციელდება, რომლის მიზანია ოპერატიული მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება“, – აცხადებენ შსს-ში.