დაჩი ცაგურია - ორი მაროდიორი გვყავდა 2008 წლის ომის დროს, გიული ალასანია და დავით კეზერაშვილი, ღირსება გინდოდათ, აგეყარათ ქვეყნისთვის, ვერ აყრით, ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ღირსეულად (ვიდეო)
სად დაიბადეთ, რომელმა დედამ გაგზარდათ? გიულის გაზრდილი უკეთესი რა იქნება, ქალმა ომში გაგვძარცვა, ეგ მაროდიორი. გიული, შენ ხარ მაროდიორი, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დაჩი ცაგურიამ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და გიული ალასანიამ საქართველო გაძარცვეს 2008 წლის ომის დროს.
„ტიპობა გახდა ახლა სისულელეების ბოდიალი და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. მაშინ, როცა ხმის ამოღება იყო საშიში, სახიფათო, ადამიანებს სცემდნენ, იჭერდნენ, კლავდნენ, სახურავებზე აწყობდნენ და გვეუბნებოდნენ, დენმა დაარტყაო. ნიკა კვინტრაძე რომ მოგვიკლეს აქ, დადეს მისი ცხედარი და გვეუბნებოდნენ, დენმა დაარტყაო, ეს არ დაგვვიწყებია. ეს ადამიანები დღეს გამოხატვის უფლებებზე და წყლის ჭავლებზე გველაპარაკებიან. ხმას როგორ იღებთ, ნაძირლებო?! ნამუსი აღარ არის, შეიძლება ყველაფერზე ისეთი ადამიანები ლაპარაკობდნენ, ვინც არ უნდა ილაპარაკოს? რომელ სამართალზე მელაპარაკებით, სად იყო სამართალი, სასამართლო თქვენს დროს? რომელი სასამართლო არ მოგწონთ? დღეს ხომ არიან ჩემი მოსამართლეები, მე ვინც გამასამართლა, მე ხომ ამით ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ დღევანდელი სასამართლო ათასჯერ უკეთესია იმაზე, რაც თქვენს დროს იყო. თქვენ როგორ ლაპარაკობთ მაგაზე, ჩვენ ვილაპარაკებთ. არ გვჭირდება სხვა ქვეყნების დარიგება. ია მეტრეველი იყო აქ გამოსული, ირინა ენუქიძე მახსოვს, შვილმკვდარი მშობლები არიან აქ. ერთს არ მოსვლია თავში აზრად, მიშას დროს შვილები რომ დაუხოცეს, ჩვენს ქვეყანას სანქციები დაადეთო. ესენი ვინ არიან, რატომ გძულთ ეს ქვეყანა?! ია მეტრეველს ერთადერთი შვილი მოუკალით, თავში აზრად არ მოსვლიათ, სანქციები დაადეთო. მაწამებდით ციხეში, არ მითქვამს არასდროს, სანქციები დაადეთო. რა გინდათ, რატომ გძულთ ეს ქვეყანა, საიდან მოეთრიეთ, კი არ მიკვირს, ამათგან გამიკვირდებოდა ღირსეული საქციელი. 2008 წლის ომის დროს მთელი მაშინდელი ოპოზიცია, ნაცემი, ნაწამები, შეურაცხყოფილი, გადავლილი გამოვედით და ვთქვით, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ომში წავედი. მეტი რა უნდა გამეკეთებინა, ნაძირლებო?! ახლა ერთად არ უნდა ვიდგეთ? სად დაიბადეთ, რომელმა დედამ გაგზარდათ?
გიულის გაზრდილი უკეთესი რა იქნება, ქალმა ომში გაგვძარცვა, ეგ მაროდიორი. გიული, შენ ხარ მაროდიორი. ომის დროს საქართველოში ერთი ნივთი არავის მოუპარავს, ერთი ბოთლი წყალი არავის მოუპარავს, მთელი ქვეყანა ფეხზე იდგა. იმ ხალხს, რომელიც თქვენ ფეხებზე გეკიდათ და შეაკალით რუსებს, აქ რომ იყვნენ მიყრილები ქუჩაში, საკვებს უყოფდა მთელი საქართველო. ამ დროს თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა გაგვძარცვა, რუსეთთან ომში გახდა მილიარდერი. ორი მაროდიორი გვყავდა დეკლარირებული. ეს არის მაგარი ქვეყანა, აქ ცხოვრობს მაგარი ხალხი. მაროდიორები გყავდათ ხელისუფლებაში. დგანან ახლა და პრორუსები არიან ეგენიო, ამბობენ ჩვენზე, რომ მცემდნენ, კრემლის აგენტოო, მეძახდნენ, დღემდე ეგრეა. რომელ რუსეთზე გველაპარაკებით, ყველაფერი მიეცით რუსეთს, თუ რამე შეიძლებოდა. მთელი ეკონომიკა, ენერგეტიკა ჩააბარეთ, ესეც არ იკმარეთ და ჩახდილი უკანალები მიუშვირეთ. ღირსება გინდოდათ, აგეყარათ ქვეყნისთვის, ვერ აყრით, ეს ხალხია ამ ქვეყნის ღირსება. ჩვენ ქვეყანას დავიცავთ ღირსეულად რუსების და ყველას წინააღმდეგ.
უკრაინაში გაქანებული ომია, მთავრობის არცერთ წარმომადგენელს ერთი ნაკაწრი არ აქვს. მეტიც, წავლენ ლონდონში, აბა, თქვენი ჭირიმე, მიდის ტაშის კვრა. ჩაიყვანენ ვაშინგტონში და ესენიც გახარებულები ხრიან თავს. ასე იყვნენ ესენიც, რატომ ეძახდნენ დემოკრატიის შუქურას, ამ ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე, მიშა, შენ რომ შეახოცე, მაგაში მიიღე დემოკრატიის შუქურის სახელი. აბა, რომელი დემოკრატი ეგ იყო? ჩრდილოეთ კორეასავით გვაცხოვრებდა. არანაირი სასამართლო, სამართალი, ტელეფონებს ვშლიდით, ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა შიშით. რომელი მედიის დემოკრატია არ მოსწონთ, პირდაპირ ეთერში იგინებიან, ან რა ზრდილობაა ეგ? მეტი რაღა გავაკეთოთ, რა არ მოგწონთ, თქვით. მახსოვს, რაზეც ესენი ვენებს იჭერდნენ, იყო „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელიც თავზე დაახია ევროპულმა სასამართლომ. იმ მოსამართლეს ვინმემ ბოდიში მოუხადა? იასთვის არ მოუხდიათ ბოდიში, ენუქიძეებისთვის, შალვას ქვრივისთვის“, – განაცხადა ცაგურიამ.