დაჩი ბერაია - ოპოზიცია ხედავს, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას
ოპოზიცია ხედავს, რომ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომ პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამ საშუალებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დაჩი ბერაიამ განაცხადა.
როგორც ბერაიამ აღნიშნა, აქციაზე დაცული იქნება სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის უფლება.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება. ჩატარდება პლენარული სხდომა, როგორც ხედავთ, პარლამენტში ვიმყოფები და მზად ვარ, სხდომას დავესწრო. ამასთანავე, დაცული იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. უპასუხისმგებლო ოპოზიციასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ისინი ხედავენ, რომ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, ამიტომ პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამ საშუალებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. მათი მიზანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მოემზადონ არჩევნებისთვის და გაიმარჯვონ, თუ ამის რესურსი აქვთ. 2012 წელს სწორედ ამ საარჩევნო სისტემით მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. გვახსოვს, როგორ ფონზე მიმდინარეობდა ეს არჩევნები, იყო ანტენებთან გამოცხადებული ბრძოლა, იყო დაშინებები, იყო ხალხის დატერორება. დღეს არცერთი ასეთი პროცესი არ მიმდინარეობს. შეუძლიათ, მშვიდად მოემზადონ არჩევნებისთვის და დააფიქსირონ თავისი რეიტინგი“, – განაცხადა ბერაიამ.