დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის ყალბი ფეისბუქგვერდი ვრცელდება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის ყალბი ფეისბუქგვერდი ვრცელდება.
„სოციალურ ქსელში ვრცელდება (ზიარდება) ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ფეისბუქგვერდი.
მადლობას ვუხდით კეთილისმსურველებს ამ გვერდის გაზიარებისა და მოწონებისთვის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და პირადად ამირან გამყრელიძის სახელით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გვერდი არ წარმოადგენს ამირან გამყრელიძის პირად გვერდს.
ის სარგებლობს მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდით – https://www.facebook.com/ncdcgeorgia/“, – ნათქვამია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.