დაავადება X — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ შემდეგი პანდემია მხოლოდ დროის საკითხია #1tvმეცნიერება
კაცობრიობას შეიძლება ემუქრებოდეს დაავადება X, რომელიც COVID-19-ზე ოცჯერ უფრო ფატალური იქნება და მის წინააღმდეგ არც ვაქცინა გვექნება. დაავადებას იშვიათი გადაურჩება, რაც ჯანდაცვის სისტემებს გადატვირთავს და ეკონომიკას კოლაფსამდე მიიყვანს, რადგან მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოჩნდება ბუნების ძალის შეკავების საჭიროების წინაშე.
საბედნიეროდ, დაავადება X ჰიპოთეზურია — წარმოადგენს ჯერ უცნობ პათოგენს იმ პათოგენთა სიაში, რომლებსაც პანდემიების გამოწვევა შეუძლიათ.
თუმცა, შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შანსი ხელიდან არ გაუშვა, რათა მსოფლიო ლიდერებისთვის ეთხოვა, განიხილონ ასეთი საშინელი სცენარის შესაძლებლობა.
2015 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ორგანიზაციებმა აღიარეს საერთაშორისო საზოგადოების უკიდურესი მოუმზადებლობა მნიშვნელოვან დაავადებათა გავრცელების შემთხვევაში. სულ მალე შეიმუშავეს პანდემიებისადმი მზადყოფნის შესაბამისი გეგმაც — R&D Blueprint for Action to Prevent Epidemics, რომელშიც ყველა ის პათოგენი შეიტანეს, რომელთა გამოც ნერვიულობა ღირდა.
2018 წელს გამართული შეხვედრის შემდეგ, პოტენციურად მომაკვდინებელ პათოგენთა სიას კომიტეტმა ცარიელი ადგილი დაამატა — დაავადება X. მისი განზრახვა ხელისუფლებათა იძულება იყო, რომ მზადებაში მოქნილნი ყოფილიყვნენ და თავი არ შეეზღუდათ მხოლოდ უკვე ცნობილ დაავადებათა შესახებ ცოდნით.
ორი წლის შემდეგ, ახალი კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ პანდემიის ყველა გეგმა რეალობაში დატესტა. შედეგად მივიღეთ შვიდ მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი, მსოფლიომ მოიკოჭლა პრევენციის საშუალებებსა და ვაქცინის სწრაფად შექმნაში და ა. შ.
მაშინაც კი, როცა COVID-19 მძვინვარებდა, ორგანიზაცია მაინც მუშაობა პრიორიტეტულ პათოგენთა სიაზე. 2022 წელს, ასობით მეცნიერი შეიკრიბა და განიხილეს 25 ცნობილი მიკრობული ოჯახი და იმსჯელეს, რა საფრთხეები შეიძლება ჰქონოდა მომავალში მათ გავრცელებას.
მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელთან კონსულტაციათა სერიების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განიხილა ისეთ პათოგენთა აღმოჩენის, მეთვალყურეობისა კვლევების საკითხები, რომელთა შესახებ ჯერ არაფერი ვიცით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას ზომები უკვე მიღებული აქვს, მათ შორის პანდემიის ფონდის დაფუძნება და სამხრეთ აფრიკაში ტექნოლოგიების ტრანსფერის ჰაბის მშენებლობა, რომელმაც ვაქცინების უთანასწორო გადანაწილება უნდა აღმოფხვრას.
„რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი პანიკას თესავს. მაგრამ უმჯობესია, ელოდე, რომ რაღაცას მოხდება, რადგან ის ისტორიაში მრავალჯერ მომხდარა და ამისათვის მზად იყო“, — განაცხადა გებრეისუსმა პანელზე გამოსვლისას.
პათოგენებისგან მომდინარე საფრთხისთვის მზადებაში, საკუთარი ქცევის გაანალიზება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად პათოგენის შესწავლა.
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც COVID-19-ისგან ვისწავლეთ, არის ის გამოწვევა, რასაც დეზინფორმაცია და კონსპირაციები ფლობს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.