დააფიქსირეს, როგორ დახოცა ორმა ორკამ 17 ზვიგენი შეუჩერებლად — #1tvმეცნიერება
დააფიქსირეს, როგორ დახოცა ორმა ორკამ 17 ზვიგენი შეუჩერებლად — #1tvმეცნიერება

მკვლევართა ცნობით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ორი ცელნამგალა ვეშაპის (ორკა) წყვილმა შეუჩერებლად მოკლა 17 ზვიგენი.

ორგანიზაცია Marine dynamics conservation trust-ის ჯგუფის წევრები თვალს ადევნებდნენ ორ ორკას, სახელად პორტსა და სტარბორდს, რომლებიც რამდენიმე სახეობის ზვიგენზე ნადირობენ. დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ ცელნამგალა ვეშაპებმა თითქმის ორი საათის განმავლობაში გამუდმებით ყვინთავდნენ ზღვის ერთ პატარა ზონაში, შემდეგ კი ნაპირისკენ გაეშურნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ, სანაპიროზე 17 მოკლული ზვიგენიდან (Notorynchus cepedianus) 11-ის ნაშთი აღმოაჩინეს. ეს ზვიგენები საშუალოდ სამი მეტრის სიგრძემდე იზრდებიან.

როგორც საზღვაო დინამიკის დაცვის წარმომადგენლები ამბობენ „თითოეული ასეთი ზვიგენი ნაჩქარევად იყო შეჭმული, აღარ ჰქონდათ ღვიძლი“. ცელნამგალა ვეშაპებმა ასევე შეჭამეს მათი კუჭების შიგთავსიც.

„ეს გახლავთ ცელნამგალა ვეშაპთა მიერ ამ მხარეში ზვიგენების შეუჩერებლად დახოცვის ყველაზე დიდი შემთხვევა. შესაძლოა, უფრო დიდიც იყოს და ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდეთ“, — ამბობს როდოსის უნივერსიტეტის დოქტორანტი და კვლევის ხელმძღვანელი ელისონ თაუნერი.

ცელნამგალა ვეშაპების ამოცნობა ძალიან მარტივია, რადგან აქვთ გამოკვეთილი ზურგის ფარფლი. 2015 წლამდე ამ რეგიონში ხშირად ხედავდნენ სელაპებზე მონადირე თეთრ ზვიგენებს, მაგრამ დღეს ისინი იშვიათად გვხვდება.

2022 წლის მაისში მეცნიერებმა ასევე დააფიქსირეს, როგორ მოკლა ორკა სტარბორდმა თეთრი ზვიგენი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

ავტორი – მელანო ჭეიშვილი