„ცსკა“-მ ლიდერთან საშინაო მატჩი დაძაბულ ბრძოლაში დათმო

ევროლიგის 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი მოსკოვში გაიმართა. ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერები „ეფესი” და „ცესკა“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ თურქული გუნდის გამარჯვებით 80-82 დასრულდა. „ეფესის“ რიგებში მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა შეინ ლარკინმა. მის ანგარიშზე 23 ქულაა. მიჩიჩმა საკუთარ გუნდს 19 ქულა შემატა.

„ცე ეს კას“ შორის 20 ქულით საუკეთესო ჯეიმსი იყო. ვოიტმანმა 15 ქულა მიითვალა.

ჟალგირისი – ოლიმპიაკოსი 94-69

ლიონი – ბაიერნი 75-65

ოლიმპია მილანო – ალბა 96-102

რეალი – ბასკონია 70-69