ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის წარმომადგენელი - მინდა, მივმართო კოლეგებს ჩრდილოეთ კორეაში, დროა, ჩვენი საქმე გავაკეთოთ
ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს განსაზღვრული ბოლო ვადა, ჩვენ მიზანი გვაქვს, – ამ გზავნილით ჩავიდა ჩრდილოეთ კორეაში შეერთებული შტატების წარმომადგენელი სტივენ ბიგუნი სეულში.
„მინდა, პირდაპირ მივმართო ჩვენს კოლეგებს ჩრდილოეთ კორეაში – დროა, ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ჩვენ აქ ვართ და თქვენ იცით, თუ როგორ დაგვიკავშირდეთ”,- მიმართავს სტივენ ბიგუნი ფხენიანს.
მისი თქმით, ძალიან არასახარბიელო იქნება, თუ უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეა მასშტაბური სახის სამხედრო პროვოკაციულ ქმედებას განახორციელებს. სტივენ ბიგუნი ასევე მწუხარებას გამოთქვამს ოფიციალური ფხენიანის მიერ გასულ პერიოდში გაკეთებული განცხადებების „მტრულ, ნეგატიურ და არასაჭირო“ ტონთან დაკავშირებით.
„ჯერ კიდევ არ არის გვიანი“,- აცხადებს აშშ-ის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ კვირას მორიგი სარაკეტო გამოცდა განახორციელა. ფხენიანმა ვაშინგტონთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ,შეერთებულ შტატებს პოზიციების გადასახედად ვადა წლის ბოლომდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბირთვული გამოცდების გაგრძელებას გეგმავს.