ცოტნე ივანიშვილი - როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი ქვეყნის წინაშე, უნდა დავიცვათ მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“
პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი ქვეყნის წინაშე. მიმაჩნია, რომ უნდა დავიცვათ მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ცოტნე ივანიშვილის თქმით, დღეს არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის.
„როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი ქვეყნის წინაშე. მიმაჩნია, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი, მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს. ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.