ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის გასაცნობად კლინიკაში სალომე ზურაბიშვილი მივიდა
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის გასაცნობად კლინიკაში სალომე ზურაბიშვილი მივიდა

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის გასაცნობად ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

ზურაბიშვილს კომენტარი ჟურნალისტებთან ჯერ არ გაუკეთებია.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.