ცოტნე ანანიძემ ოპოზიციას მიმართა - პრორუსულ სახელმწიფოებს რუსეთი ასეთ ტრაგედიას არ უწყობს, ლოგიკას მოუხმეთ
ცოტნე ანანიძემ ოპოზიციას მიმართა - პრორუსულ სახელმწიფოებს რუსეთი ასეთ ტრაგედიას არ უწყობს, ლოგიკას მოუხმეთ

რუსეთთან მაამებლური პოლიტიკის მატარებელ ხელისუფლებებს, პრორუსულ მთვარობებს რუსეთი ასეთ ტრაგედიას არ უწყობს, ლოგიკას მოუხმეთ, – ასე მიმართა ოპოზიციას აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

„ამ რთულ სიტუაციაში მაინც გამოიჩინეთ ადამიანობა, იაზროვნეთ სახელმწიფოებრივად, შეწყვიტეთ მმართველი პარტიის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებების შეთხზვა და თუკი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება არ შეგიძლიათ, გაჩუმდით მაინც“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

ცოტნე ანანიძემ მწუხარება გამოთქვა სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის გამო და თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპული თამაზ გინტურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული მოქალაქის სწრაფი და მშვიდობიანი გათავისუფლება.

„ამ საკითხზე ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. ამასთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდებთ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ეს არის ერთადერთი გზა დეოკუპაციისკენ და გზა რეგიონში მშვიდობის გამყარებისთვის“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.