ცოლზე მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული თორნიკე ნაგლიაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ცოლზე მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული თორნიკე ნაგლიაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ცოლზე მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ნაგლიაშვილის ადვოკატმა განუცხადა.

თორნიკე ნაგლიაშვილი ყოფილი მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებასთან დაკავშირებით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას, მუქარას და ოჯახში ძალადობას  გულისხმობს.