ცოლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ცოლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ზ.კ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.კ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ.ნ-ს, ხოლო 2018 წლის 14 ივნისს და 15 ივნისს მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულით დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზ.კ. 2018 წლის 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ზ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.