ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება
ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება

ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ განუცხადა.

მერის ინფორმაციით, ძაღლმა სამი ბავშვი დაკბინა. ფაქტი წინა კვირაში მოხდა. სამივე მათგანს ჩაუტარდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თუმცა ერთ ბავშვს, სხვა დაავადების გამო, იმუნიტეტის ასამღლებელი პრეპარატი ვერ გაუკეთდა. ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ცოფის შემთხვევა დღეს დადასტურდა. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 15 ადამიანი,  ვისაც ძაღლთან ჰქონდა შეხება.