ცნობილი შვედი დიჯეი ავიჩი ომანში, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ავიჩის საკლუბო მუსიკალურ კომპოზიციებს შორის არის: Wake me up, Levels და ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია Lonely, რომელიც რიტა ორასთან ერთად შეასრულა.
BBC-ის ცნობით, ახალგაზრდა მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
როგორც მედიასაშუალება წერს, 2016 წელს მუსიკოსმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო მსოფლიო ტურნეს ჩატარება ვერ შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, დიჯეი ავიჩი, მსოფლიო ტურნეს დროს, ერთ ღამეში 250 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხას იღებდა.