ცნობილი რუსი საოპერო მომღერალი დიმიტრი ხვოროსტოვსკი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი რუსი საოპერო მომღერალი დიმიტრი ხვოროსტოვსკი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლონდონში, ცნობილი რუსი საოპერო მომღერალი დიმიტრი ხვოროსტოვსკი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი 2015 წლიდან თავის ტვინის სიმსივნეს მკურნალობდა. მან ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი გაიარა, თუმცა დაავადება ვერ დაძლია.

მომღერალს მოსკოვში სახელმწიფო კონსერვატორიაში სექტემბერში კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ღონისძიება გაუქმდა.

მსოფლიოს წამყვანი თეატრების ბარიტონი დიმიტრი ხვოროსტოვსკი 2010 წელს საქართველოში იმყოფებოდა. მან ოთხ დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ფონდ “იავნანას” ეგიდით გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

ხვოროსტოვსკიმ პირველად აღიარება 1989 წელს მოიპოვა, როდესაც 200 ვოკალისტს შორის გაიმარჯვა კარდიფში პრესტიჟულ კონკურსში „მსოფლიოს მომღერალი“. 1995 წელს დიმიტრი ხვოროსტოვსკიმ რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიიღო.

დიმიტრი ხვოროსტოვსკის იწვევდნენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ საოპერო თეატრებში, მათ შორის ლონდონის სამეფო ტეატრში, ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენ ოპერაში”,ვენის სახელმწიფო ოპერაში, ლა-სკალაში, პარიზის, ჩიკაგოს, ბავარიის თეატრებში.