თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს ჩამოვა.
შეხვედრა მკითხველთან რუსთაველის თეატრში გაიმართება.
უელბეკი ფრანგ გამომცემლებთან ერთად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მოწვევით ჩამოდის.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა, სადაც უელბეკი მწერალ არჩილ ქიქოძესთან, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორ მედეა მეტრეველსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტ იურგენ ბოსთან ერთად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის როლზე, გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
ასევე იხილეთ:
სიუზანა ჰანევილის ინტერვიუ მიშელ უელბეკთან