მსოფლიოში ცნობილი ანიმეების ავტორი ისაო ტაკაჰატა 82 ასაკში გარდაიცვალა.
რეჟისორმა 1985 წელს ჰაიაო მიაძაკისთან და ტოშიო სუზუკისთან ერთად, ანიმეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტუდია გიბლი დააარსა.
რეჟისორს არაერთი პოპულარული ანიმე ეკუთვნის, მათ შორის 2014 წელს ოსკარზე ნომინირებული The Tale of the Princess Kaguya, თუმცა მისი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული ნამუშევარი “ციცინათელების სამარხია”.