ცნობილ ქართველ მხატვარს, ელგუჯა ბერძენიშვილს ექვთიმე თაყაიშვილის პრემია გადაეცა
საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდიუმმა, კულტურის ცენტრ „მუზაში“, ცნობილ ქართველ მხატვარს, ელგუჯა ბერძენიშვილს, ექვთიმე თაყაიშვილის პრემია გადასცა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღონისძიებას თავად მხატვარი არ დასწრებია.
ელგუჯა ბერძენიშვილმა 1956 წელს თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ნამუშევრებს, სახელწოდებით, „ნავები”, „მეუღლის პორტრეტი“, „აბესალომ და ეთერი“.
განსაკუთრებით საინტერესო კი კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ ილუსტრაციებია.