ESPN-ის და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანალიტიკოსს დორის ბურკს კორონავირუსი დაუდგინეს.
ბურკმა ამის შესახებ ადრიან ვოჟნაროვსკის შეატყობინა. დორის ბურკი 54 წლის არის და ESPN- თან 1991 წლიდან თანამშრომლობს.
დღემდე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში COVID 19 -ის ინფექციით დაავადდნენ „იუტას“ კალათბურთელები რუდი გობერი და დონოვან მიჩელი, ასევე „დეტროიტელი“ კრისტიან ვუდი, „ბოსტონელი“ მარკუს სმარტი, „ბრუკლინიდან“ კევინ დურანტი და კიდევ ოთხი კალათბურთელი, რომელთა ვინაობა ცნობილი არ არის. კორონავირუსი ასევე დაუდგინდა „ლეიკერსის“ ორი წევრს, აგრეთვე „ფილადელფიასა“ და „დენვერის“ თანამშრომლებს.