სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის ბრძანება უკვე ხელმოწერილია, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, აღმასრულებელ ბრძანებას ხელი ჯეიმს მეტისმა მოაწერა, რომელიც თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს.
აღმასრულებელი ბრძანება განსაზღვრავს, როგორ და როდის განხორციელდება სირიიდან აშშ-ის ჯარისკაცების გამოყვანა. დამატებითი ოპერაციული დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სირიაში ამჟამად აშშ-ის 2 600 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანა სავარაუდოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.