CNN - ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის მიერ შეთავაზებული ბირთვული განიარაღების წინადადება უარყო
ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის მიერ შეთავაზებული ბირთვული განიარაღების წინადადება უარყო. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ანონიმურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ოფიციალურმა ფხენიანმა ასევე უარი თქვა პროცესის დაწყების ზუსტი გრაფიკის შემუშავებაზეც.
CNN-ი წერს, რომ ბირთვულ განიარაღებამდე ჩრდილოეთ კორეა სანქციების მოხსნას და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.
12 ივნისს სინგაპურში, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის უმაღლეს დონეზე ისტორიაში პირველი შეხვედრა შედგა. ხელმოწერილ დოკუმენტში ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების, ამერიკის შეერთებული შტატები კი ფხენიანისთვის უსაფრთხოების გარანტიის შექმნის ვალდებულებას იღებს.