CNN- აშშ-დან გაძევებულ რუს დიპლომატებს შორის მზვერავები იყვნენ, რომლებიც ადამიანებს უთვალთვალებდნენ
აშშ-დან გაძევებულ რუს დიპლომატებს შორის მზვერავები იყვნენ, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს უთვალთავლებდნენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, რუსი მზვერავები აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთიდან გაქცეული ადამიანების ოჯახის წევრებსაც აკვირდებოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც გაძევებული რუსი დიპლომატებიდან ერთ-ერთი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანს უთვალთვალებდა. საქმე ეხება უცნობ ადამიანს, რომელიც რუსეთიდან აშშ-ში ჩავიდა და დოკუმენტები სხვა სახელით მიიღო.
აშშ-დან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ინფორმაცია 26 მარტს გახდა ცნობილი. მიზეზი სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა გახდა. ბრიტანეთმა რუსი ორმაგი აგენტის მოსაწამლად, ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთი დაადანაშაულა.