თბილისის საკრებულოსთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია „ნუ იქნები შემდეგი“ გამართეს.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს.
მათი თქმით, 18 წლის გოგო შეესწრო ფაქტს, როგორ ურტყამდა ქალი კატას თავში ბლაგვ საგანს. ახალგაზრდა გოგო ქალს გამოესარჩლა, რის შემდეგაც ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა. აქციის მონაწილეები მის დასჯას ითხოვენ.
როგორც პირველ არხს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, გმობენ ცხოველების მიმართ ნებისმიერი ფორმით გამოვლენილ სისასტიკეს.
ამასთან, მათივე თქმით, ითხოვენ, ქვეყანაში უფრო მეტად იყოს დაცული ცხოველთა უფლებები.