ცხინვალში ერთ-ერთ ქუჩას პუტინის სახელი უწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახელი მოსკოვის ქუჩას დაერქმევა.
„ცხინვალის ყველაზე ლამაზი ქუჩა რუსეთის პრეზიდენტის სახელობის იქნება. ეს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო, სამხრეთ ოსეთის ხალხის მხარდაჭერისთვის უდიდესი მადლიერების ნიშნად“, – აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
ეს უკვე მეორე ქუჩაა ცხინვალში, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პუტინის სახელი დაარქვეს.