ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ზნაურის რაიონში ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ზნაურის რაიონში ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის ე.წ. კაგებე ავრცელებს.
„სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა საზღვრისპირა ზოლზე ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარეს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე საზღვარზე შესაძლო პროვოკაციული ინციდენტების ლოკალიზაციას. რეიდი დასახლებულ პუნქტ წნელისთან და გვირგვინასთან ჩატარდა. ადგილზე სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების ქმედებებს კოორდინაციას უწევდა პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის („კაგებე“) თავმჯდომარე ოლეგ შირანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გავრცელებული ცნობით, საოკუპაციო რეჟიმი „საზღვართან პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტის მოთხოვნას“ ერგნეთში შეხვედრაზე დააყენებს.