ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის რეჟიმი მარტივდება
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებისთვის გაამარტივონ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის რეჟიმი.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდი ავრცელებს.
კერძოდ, ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლები შეძლებენ, გადასასვლელი პუნქტების, მოსაბრუნი/ოძისის და პერევის გადაკვეთას ყოველი თვის 20 და 30 რიცხვში.
როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღეს.