ცხენოსნობა | „ლისი იპოდრომზე“ მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი გაიმართა #1TVSPORT
საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 13-15 სექტემბერს „ლისი იპოდრომზე“ მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი გაიმართა, რომელშიც კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრების დასკვნით დღეს მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდა, რომელიც დაჯამებული სარეიტინგო ქულებით მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება. ეტაპი უკრაინელმა ვოლოდიმირ ვოშაკინმა მოიგო, მეორე ადგილზე ქართველი მხედარი, შალვა გაჩეჩილაძე გავიდა, ხოლო მესამეზე – აზერბაიჯანელი ჰავიბ ისმაილოვი.
მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საერთაშორისო საცხენოსნო ფედერაციის ჩართულობით ყოველწლიურად იმართება.
ღონისძიებას ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციის და მისი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.