Citroen-ი - კომპანია Citroen Georgia ვერ იქნება დაკავშირებული ჩვენ ბრენდთან
Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომპანია Citroen Georgia-ს მიერ ღია ბაზრის კონტექსტში გაკეთებულ ნებისმიერ კომერციულ შეთავაზებასთან. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„კომპანია Citroen Georgia ვერ იქნება დაკავშირებული Citroen-ის ბრენდთან, რადგან Automobiles Citroen SA-სა და აღნიშნული იურიდიულ პირს შორის არ ყოფილა და არ არის სამართლებრივი ურთიერთობა.
აღნიშნული იურიდიული პირი არ ყოფილა და არ არის საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური წარმომადგენელი, ავტორიზებული იმპორტიორი და მიმწოდებელი. Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომპანია Citroen Georgia-ს მიერ ღია ბაზრის კონტექსტში გაკეთებულ ნებისმიერ კომერციულ შეთავაზებასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანია Citroen Georgia გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის. კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს. გიორგი გაჩეჩილაძეს ქვეყნის პრემიერმა უპასუხა და სასამართლოს გზით ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვების პირობა დადო.