ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორე სამებაში ხარების სადღესასწაულო ლიტურგიას წნევის ცვალებადობის გამო ვერ დაესწრო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორე ხარების სადღესასწაულო ლიტურგიას სამების ტაძარში წნევის ცვალებადობის გამო ვერ დაესწრო.
მისი თქმით, პატრიარქმა საპატრიარქოში მდებარე ტაძარში ჩატარებულ ღვთისმსახურებაში მიიღო მონაწილეობა.
ასევე ექიმი ამბობს, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია და მედიკამენტური ან სხვა სახის ჩარევა არ სჭირდება.
„კორონავირუსთან არანაირ კავშირში არ არის. გუშინ ბრძანდებოდა ლოცვაზე და დღესაც უნდა წაბრძანებულიყო, მაგრამ წნევის მცირე ცვალებადობის გამო, ექიმების უმორჩილესი თხოვნა იყო, რადგან წინ ბევრი რელიგიური დღესასწაულია, ვთხოვეთ ძალიან მოკრძალებით, რომ დღეს იქნებ, არ წაბრძანებულიყო, რათა არ გადაღლილიყო და დაეთანხმა. საპატრიარქოში ჩატარდა მსახურება და იქ ბრძანდებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია უკვე, არანაირი მედიკამენტოზური ან რამე ჩარევა არ სჭირდება და ვფიქრობ, ბზობას თავად აღავლენს წირვას“, – განაცხადა პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ.
პატრიარქი დღეს სამების ტაძარში ლიტურგიას არ დასწრებია. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა.